Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-08
მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების და საკრებულოების წარმომადგენლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძესთან ერთად გააცნო.
შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიმართა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი შეკრებილთათვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში მათ მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის.
კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.
ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა.
პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ:
შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან;
სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში;
სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.
2016-06-08
ქ. ხობში სეზონურად მოყვავილე მცენარეები ირგვება
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ ქალაქ ხობის სკვერებსა და პარკებში სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვას ახორციელებს. ქალაქში, ექვსი ათასი ლარის ღირებულების, 12 ათასი ერთეული ნერგი დაირგვება.
გარდა ამისა, „ხობი დასუფთავება და განათების“ თანამშრომლების მიერ, ქალაქის ქუჩებსა და სკვერებში გაფხვიერდა ნიადაგი, გაისხლა დეკორატიულ ხე-მცენარეები და ბუჩქები, ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები, მომზადდა ნიადაგი ერთწლოვანი მცენარეების დასარგავად.
2016-06-08
მემორიალური ტურნირი ჭადრაკში დასრულდა
8 ივნისს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის ფოიეში დასრულდა, ღვაწლმოსილი პედაგოგის, აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის პირველობა ჭადრაკში 8, 10, 12 და 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად გაიმართა. 
ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი 5,5 ქულით ნიკა შამუგია გახდა.
8 წლამდე გოგონათა შორის I ადგილი - თამარ თუთბერიძე;
10 წლამდე გოგონათა შორის I ადგილი - ანანო ცხადაია;
12 წლამდე გოგონათა შორის I ადგილი - ლიკა ჭანტურია;
 
8 წლამდე ბიჭუნათა შორის I ადგილი - ნიკა ჭანტურია;
10 წლამდე ბიჭუნათა შორის I ადგილი - ნიკა ბუკია;
12 წლამდე ბიჭუნათა შორის I ადგილი - სანდრო ბუკია;
16 წლამდე ჭაბუკთა შორის I ადგილი - გიორგი ლატარია;
გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" ორგანიზებით განხორციელდა