Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-07
,,ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია“
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (ათეა)  მიერ ხორციელდება პროგრამა ,,საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ (ICCAMGR), რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. ასოციაციის (ათეა) მიერ შემუშავდა გზამკვლევი, ხობის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასების შესახებ.
გზამკვლევის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის მიერ  მომზადდა  განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, რომელიც დამტკიცდა, 30 მაისს გამართულ ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომაზე.
,,ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია“ მოიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების სოციალურ-ეკონომიკურ შეფასებას (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა) და რისკების შესამცირებლად გასატარებელ ღონისძიებებს და რეკომენდაციებს. 
 
2016-06-07
შიდა სასკოლო ტურნირი ბილიარდში

7 ივნისს ქალაქ ხობში, კინოთეატრ „თუთარჩელაში“ სტარტი აიღო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის პირველობამ ბილიარდში (პული), რომელშიც 24 ნორჩი მობილიარდე ღებულობს მონაწილეობას. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და დასკვნითი შეხვედრები 10 ივნისს გაიმართება.
სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ დირექტორი ხათუნა ხორავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" ორგანიზებით ხორციელდება.

2016-06-07
ქ. ხობში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ ხობში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
► ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა -33099.07 ლარი;
► მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა -29296.71 ლარი;
► გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა - 43459.62;
► სტალინის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა - 22112.60 ლარი;
► სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენს 127968.0 ლარს;
► სამუშაოებზე დასაქმებულია 18 ადამიანი;
► ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს შპს „შარა-გზამშენი პირველი“
2016-06-07
კლასიკური მუსიკის კონცერტი
„ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ნორჩ მუსიკოსთა საფორტეპიანო კონცერტი. ნორჩი შემსრულებლები მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებით წარსდგნენ. კონცერტზე აჟღერდა მსოფლიო მუსიკალური საგანძურის რჩეული ნიმუშები.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, პედაგოგები, მშობლები და კლასიკური მუსიკის სხვა მოყვარულები ესწრებოდნენ.