Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-06
შეხვედრა „მობილური ექსტენცია რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში
3 ივნისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, „მობილური ექსტენცია რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურისა და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო სახის შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე ფერმერებს კონსულტაცია გაეწიათ შემდეგ საკითხებზე: 
1. მესაქონლეობა : ვეტერინარიის საკითხები, ჯიშთა გაუმჯობესება, საქონლის გამოკვება; 
2. თხილის მავნებლები და მათთან ბრძოლა, სუბტროპიკული კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა; 
3. მეფუტკრეობა: ფუტკრის მოვლა-შენახვის თანამედროვე მეთოდები. დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. 
ასევე, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებზე. მონაწილეებს დაურიგდათ გაზეთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
გასვლითი ტურები პერიოდულად საქართველოს ყველა რეგიონში იმართება და მისი მიზანია საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის ამაღლება.
2016-06-06
მემორიალური ტურნირი ჭადრაკში

6 ივნისს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის ფოიეში დაიწყო ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის პირველობა ჭადრაკში 8, 10, 12 და 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად გაიმართება.
სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" ორგანიზებით ხორციელდება.

2016-06-06
რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში
4-5 ივნისს, დაბა მესტიაში გაიმართა ლერი ნაკანის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირი ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზეს
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ძიუდოისტებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი მ. მორგოშია) და სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებული, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გახდნენ.
I ადგილი - ირაკლი შერყილაძე (56 კგ. წონითი კატეგორია);
II ადგილი - არჩილ ცქიტიშვილი (მძიმე წონა);
III ადგილი - იოანე ცქიტიშვილი (81 კგ. წონითი კატეგორია).
გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.