Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-03
ნორჩ კლასიკოსთა წარმატება
2 ივნისს, ჭიათურაში გამართა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის რაიდი აბრამიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა.
I ადგილი - დავით გვასალია (32 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი - ირაკლი ნაკაშია (53 კგ. წონით კატეგორია);
I ადგილი - გოგა პერტახია (59 კგ. წონით კატეგორია);
I I ადგილი - მალხაზ წოწერია (53 კგ. წონით კატეგორია);
I I I ადგილი - მიხეილ ალექსანდრია (32 კგ. წონით კატეგორია);
I I I ადგილი - მურად გოგილავა (42 კგ. წონით კატეგორია);
I I I ადგილი - თემურ გოგოხია (74 კგ. წონით კატეგორია);
გამარჯვებულ და პრიზიორ ნორჩ სპორტსმენებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
2016-06-03
ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონია
საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) იეშიმ ელჰან-კაიალარი და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი, 220/110 კვ-ანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობის პროექტი 2015 წლის ივლისში დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა 220/110კვ ქვესადგურის მშენებლობა, რამაც გააძლიერა დასავლეთ რეგიონის უმნიშვნელოვანესი კვანძი „ვარდნილჰესი-ზუგდიდი-მენჯი-ხორგა-ფოთი-ბათუმი“. 
პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 11,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „Siemens“-ი აწარმოებდა. პროექტის განხორციელებისას დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას.