Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-02
ქ. ხობში სავარჯიშო მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
ქ. ხობში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სპორტის ინვენტარის განახლების“ პროგრამის ფარგლებში, „თუთარჩელას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ტიპის სავარჯიშო მოედნის მოწყობის სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ დაათვალიერეს. 
პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური ზონის მოწყობა. 
ღია ტიპის სავარჯიშო მოედნის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და მოედნით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
სავარჯიშო მოედნის მოწყობის სამუშაოები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.
2016-06-02
„ახალგაზრდული ხმების“ კონცერტი ხობში
2 ივნისს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის - „ახალგაზრდული ხმების“ (ხელმძღვანელი ლაშა კვიკვინია) კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ქართული და უცხოური სიმღერები და მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს. ასევე, ადგილობრივი მსმენელის წინაშე „ახალგაზრდული ხმების“ წევრებთან ერთად მუსიკალური ბენდი „Under 7“ წარსდგა.
„ახალგაზრდული ხმების“ კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.