Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-01
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხობში
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა. 
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა მოეწყო. 
კულტურის სახლის ფოიეში "ანიმაციის განვითარების ფონდის" წარმომადგენლების და ბავშვების მონაწილეობით ანიმაციური ვორქშოპი, ხოლო ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ ბავშვებს პირველი ივნისი-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და მუსიკალური კონკურსის „ოქროს თაობა-2016“-ს გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და თვითმმართველობის იურიდიული პირების ორგანიზებით განხორციელდა.
2016-06-01
აღსაზრდელებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა, რომელმაც აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებით შესყიდული სასაჩუქრე პაკეტები გადასცა
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს (1090 აღსაზრდელი) ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნობათი გადაეცა.