Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-28
საფეხბურთო ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

28 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში დასრულდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2003-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა თექვსმეტი და გოგონათა ოთხი გუნდი მონაწილეობდა.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
გოგონათა შორის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. ჭაბუკთა შორის ტურნირის პირველადგილოსანი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე კი ხეთის საჯარო სკლის გუნდი გავიდა. გამარჯვებულ და პრიზიორ სკოლებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებული მოთამაშეები, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.

2016-05-28
ხობში ევროპის დღეების ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა
ქალაქ ხობში, ევროპის დღეების ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლებმა, ხობის საჯარო სკოლების მოხალისეებთან ერთად, მოსახლეობას ევროკავშირთან    სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. საინფორმაციო აქციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში მოხალისეებმა ქ.ხობის N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ევროპის დღეები საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“  ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს.