Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-27
მკლავჭიდელთა მორიგი წარმატება

26  მაისს წყალტუბოს სპორტის სასახლეში გაიმართა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღია პირველობა მკლავჭიდში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა) იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელთა ჯგუფის აღსაზრდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი კ.თუთბერიძე) და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.

ჩემპიონები გახდნენ: დათო ჯიშკარიანი (60 კგ. მარჯვენა მკლავი), ნუგზარ ბიბილეიშვილი (60 კგ. მარცხენა მკლავი), გიგა კოდუა (ორგზის 65 და 70 კგ-ში, მარჯვენა მკლავი), ცოტნე ცხადაია (ორგზის 70  და 80კგ-ში, მარცხენა მკლავი).  მეორე ადგილი დაიკავეს -  ც. ცხადაიამ (მძიმე წონა) და გიგა კოდუამ  (60 კგ-ში მარჯვენა მკლავით), მესამე ადგილი დაიკავა ნუგზარ ბიბილეიშვილმა (60 კგ. მარჯვენა მკლავი).

საბოლოო ჯამში, ხობელი მკლავჭიდელების ანგარიშზე, 6 პირველი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილია.

2016-05-27
საფეხბურთო ტურნირი მინი-ფეხბურთში

27 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2003-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა  თექვსმეტი და გოგონათა ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნითი შეხვედრები, 28 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.