Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-26
დამოუკიდებლობის დღე ხობში

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში  კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც, მაყურებლის წინაშე ანრი ჯოხაძე, მარიტა როხვაძე, „ბაშა“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ქორეოგრაფიული ჯგუფები „აია-კოლხეთი“ და „კოლხეთი“ წარსდგნენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - „გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი დიდი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს ხვალინდელი დღე. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც დიდი რუდუნებით გაფრთხილება და დაცვა სჭირდება“.
სადღესასწაულო კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.
 

2016-05-26
26 მაისი - სპორტული ღონისძიებები ხობში

26 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ქ. ხობის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი, ანგარიშით 4-0 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილზე ჭალადიდის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ასევე  გაიმართა ოთხთა ტურნირი ფეხბურთში გოგონათა გუნდების მონაწილეობით. ტურნირის გამარჯვებული ჩხოროწყუს გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხობელმა გოგონებმა დაიკავეს. შეჯიბრებაში მონაწილე გუნდებს თასები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.