Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-25
ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა. 25 მაისის მდგომარეობით, სულ დამუშავდა 7645 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. „მცირემიწიან  ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“  ფარგლებში დამუშავდა 6019 ჰექტარი, ხოლო პროგრამის გარეშე - 1626 ჰა. ამ დროისათვის დათესილი ფართობის რაოდენობა შეადგენს 3975 ჰექტარს.
ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით განხორციელდა.


 

2016-05-25
გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში

25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გობელენზე და თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა 2 ივნისამდე გაგრძელდება და გამოფენილი ეპსპონანტების ნახვა დათვალიერების მსურველებს 10-18 საათამდე შეეძლებათ.

2016-05-25
ხობელ მკლავჭიდელთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა და ერთი ოქროს და ორი ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავით ოქროს, ხოლო მარცხენა მკლავით ვერცხლის მედალოსანი ანრი ბუკია, ხოლო 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალოსანი გოჩა სიჭინავა გახდა (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე).