Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-20
შეხვედრა „აგროდაზღვევასთან“ დაკავშირებით
20 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, პროექტ „აგროდაზღვევაში“ მიმდინარე წელს შესული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით პროგრამას ,,აგროდაზღვევა“ 2014 წლის 1 სექტემბრიდან ა(ა)იპ „ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს:
1.სეტყვა
2.ჭარბი ნალექი
3.ქარიშხალი
4.საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა.) თითოეული დამზღვევი 70% - იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
2016 წელს იმოქმედებს მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო ტარიფები. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას და მათი მხრიდან სადაზღვევო რისკების სწორად შეფასებას. ასევე, მიმდინარე წელს გაუმჯობესდა და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და ფრანშიზის (არანაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი.
პროგრამით ,,აგროდაზღვევა“ დაინტერსებულ ფერმერებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858322. ასევე მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 47 01 01.
2016-05-20
სოფლის ექიმებს პალიატიური მზრუნველობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდა
20 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სოფლის ექიმებს პალიატიური მზრუნველობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელსაც დარგის ექსპერტი, ონკოლოგი იოსებ აბესაძე უძღვებოდა.
ტრენინგი შეადგენს ონკოლოგიის საკითხებზე პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა გადამზადების კურსის ნაწილს და ტარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ონკოპრევენციის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 
ტრენინგის კურსის ამოცანაა პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მნიშვნელობის შეხსენება და ამ გზით მათი როლის გაძლიერება კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში, ასევე, მოსახლეობისთვის საბაზისო პალიატიური მზრუნველობის მიწოდების ხელშეწყობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე. 
ტრენინგებთან ერთად იმართება საგანმანათლებლო შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევას კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.
2016-05-20
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა

2016 წლის 19 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში შემოსული განცხადებების შესახებ.
კონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით შემოსულია 93 პირის 159 განაცხადი, მათ შორის: გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე - 152, საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე - 7.
შემოსული განცხადებებიდან დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს 27 კანდიდატის 35 განაცხადი, რომელთაც კონკურსების პირველი ეტაპი გადალახეს.
კანდიდატებს, რომელთაც ვერ გადალახეს კონკურსების პირველი ეტაპი, 23 მაისის 18:00 საათამდე მიეცათ შესაძლებლობა, მიმართონ საპრეტენზიო კომისიას.
კონკურსების პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განცხადებების განხილვის ვადის დასრულებისთანავე.