Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-10
ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა

ხობის მუნიციპალიტეტს,  სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ,  დამატებითი ქონების სახით  80 ლიტრი ბზის შესაწამლი ინსექტიციდი „ალპაკი-100ე.კ“ გადაეცა.  ხობის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობას  შეუძლია, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის   წარმომადგენლებს  მიმართოს ბზის შესაწამლი საშუალების მისაღებად და კოლხური ბზის დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები განახორციელოს.
სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო Cylindrocladium Buxicola), რომელიც ,,ბზის სიდამწვრის’’ სახელითაა ცნობილი, დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა.

2016-05-10
ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება

10 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა.  ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ქედის „ბეთლემი“ შეხვდნენ. მატჩი „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.