Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-09
ხობში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას  და ყვავილებით შეამკეს ,,ხსოვნის  ველზე“  არსებული სიმბოლური საფლავები. ხოლო, საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ომის ვეტერანებთან საზეიმო შეხვედრა და მხატვრულ-მუსიკალური  კომპოზიცია ,,გმირებად დაბრუნებულნი“ გაიმართა.  წელს, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 ვეტერანიდან ღონისძიებას 2 დაესწრო. ომის ვეტერანებს საკუთარ ანგარიშზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 600-600 ლარი, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150-150 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100-100 ლარი ჩაერიცხებათ.