Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-07
რაგბის ფესტივალი ხობში

7 მაისს, ხობის „კოლხეთის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელშიც 2004-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა 32 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალი, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტი მეოთხედ მასპინძლობს, მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას, თამაშის წესების სწავლებას და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწას. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. 

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ რაგბის ფესტივალში მონაწილე გუნდები დააჯილდოვა.

სპორტული ფესტივალი განხორციელდა საქართველოს რაგბის კავშირის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით.

2016-05-07
“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ხობში
7 მაისს, “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ხობის მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ბუკიასთან და გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მწარმოებელი საწარმოების მშენებლობის პროცეს დაესწრო. 
სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით შენდება. 
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საწარმოების ამოქმედებას, გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ მდგომარეობას, გაზრდის კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვს, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.