Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-06
შეხვედრა „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში
ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლაში, ფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდნენ. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ ხურციამ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი თემაზე  „ნარკოტიკის მოხმარება“ ჩაატარა.
    პროკურორი მოზარდებს პროკურატურის ფუნქციებზე კერძოდ: დანაშაულის პრევენციაზე, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში რეაგირებაზე, დანაშაულის გამოძიებაზე, სასამართლოში სახელმწიფოს/დაზარალებულის ინტერესების დაცვაზე  და  პოლიციის საქმიანობის  შესახებ ესაუბრა და ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
    მოსწავლეები ლექციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ, გამოთქვეს მოსაზრებები ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებელთა შესახებ და ყველა კითხვაზე  ამომწურავი პასუხი მიიღეს.
    ლექციის ბოლოს მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის სახელით სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
      პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უზრუნველყოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება. პროექტის მთავარი პრიორიტეტია დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა.