Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-04
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში დაიწყო
4 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში დაიწყო. ტურნირი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობს, დაყოფილია 4 ზონად: ქ. ხობი, შუა ხორგა, ხეთა და საჯიჯაო. 
გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრები 26 მაისს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიება, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
2016-05-04
ნორჩ მკლავჭიდელთა წარმატება
3 მაისს, ქალაქ ქუთაისში გამართულ მკლავჭიდელთა შეჯიბრზე, რომელშიც 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭაბუკმა მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე).
საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნიკა იოსავა - 65კგ წონით კატეგორიაში და ცოტნე ცხადაია, რომელმაც მარცხენა მკლავით ორ წონით კატეგორიაში 75 და  85 კგ დაამარცხა მეტოქეები, ხოლო 85 კგ წონით კატეგორიაში, მარჯვენა მკლავით მეორე ადგილს დასჯერდა.  60 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ნუგზარ ბიბილეიშვილმა, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ბუბა თირქიამ დაიკავა.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს საპატიო თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.