www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-28
ოლიმპიური ცეცხლი ხობის მუნიციპალიტეტში (video)
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე მოგზაურობას აგრძელებს.  დღეს საბერძნეთიდან ჩამოტანილი ოლიმპიური ცეცხლი ხობის  მუნიციპალიტეტში ოლიმპიურმა პრიზიორმა მანუჩარ ცხადაიამ, მსოფლიოს ჩემპიონმა    ჭაბუკთა შორის - ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში  ჯონი ხეცურიანმა, -ევროპისა და  მსოფლიოს   ჩემპიონმა ვილენ გაბრავამ, ხობის ,,კოლხეთის,’’   ქუთაისის ,, ტორპედოს „ თბილისის ,,დინამოს’’ მეკარემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა ავთანდილ ქანდარიამ, ნორჩმა მძლეოსანმა მარიამ შონიამ და ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბის წევრმა აკაკი კორტავამ . შემოატარეს. ოლიმპიურ ცეცხლს ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებით დახვდნენ. 
     ოლიმპიადის სიმბოლოს შემოსვლას ხობელებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია.
    ცეცხლი საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის ქალაქ ათენში აანთეს. საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა. ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის, 14 ივლისს კი თბილისში ჩავა. ესტაფეტაში სულ 700 მეჩირაღდნე მონაწილეობს.
     26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება.