www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-25
შუა ხორგაში წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ  ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში  მიმდინარე წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს  აზიის ბანკის დაფინანსებით  შპს „საბა“ ახორციელებს.
     პროექტი  5 კილომეტრიანი ქსელის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მთავარი გამყვანი მილი გზის ორივე მხარეს  განთავსდება, ეწყობა  წყალსადენის კვანძები, სახანძრო ჰიდრანტები, არსებული ამორტიზებული მილები კი პოლიეთილენის მილებით იცვლება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, შუა ხორგის მოსახლეობა  სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტის ღირებულება 855 ათას ლარს შეადგენს. ადგილზე დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი  მცხოვრებია. 
     გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია,  მსგავს სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით  სხვა სოფლებშიც  გეგმავს. შუა ხორგაში მიმდინარე წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.