www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-19
ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება უმწეო ოჯახებს
    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  შემოსული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის  განცხადების საფუძველზე,  მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კომისიის  გადაწყვეტილებით,  სოფელ ხამისკურში მცხოვრებ პერტია მზიურის ოჯახზე,  უმწეო კატეგორიის ავარიული სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი ფულადი დახმარება  3000 ლარის ოდენობით  გამოიყო. გამოყოფილი თანხით ხამისკურის  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  ჩართულობით  დაიწყო სახლის მშენებლობა.
    18 მაისს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის   შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ   პერტიას ოჯახი მოინახულეს და  სახლის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები  დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურად დაუცველი   უმწეო კატეგორიის ოჯახების დახმარებას მომავალშიც  გეგმავს.