www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-16
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
2015 წლის 15 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ 2015 წლის 10 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსისა და გამგეობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ატესტაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების შედეგები.
კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოპოვებული ჰქონდა 82 კანდიდატს, რომელთაგან ტესტირებაზე გამოცხადდა და მონაწილეობა მიიღო 24 კანდიდატმა. მონაწილეთაგან დაწესებული ბარიერი გადალახა 11 კანდიდატმა. 15 კანდიდატმა წარმოადგინა ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის გამართული კონკურსების ფარგლებში ტესტირების გავლისა და მიღებული ქულების შესახებ, რის საფუძველზეც მათ დამატებით მიეცათ შესაძლებლობა მესამე ეტაპში მონაწილეობისთვის.
კონკურსის მეორე ეტაპის საბოლოო შედეგებით, კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაშვებულია 26 კანდიდატი, რომელთა მიერ 12 ვაკანტურ თანამდებობაზე გაკეთებული განაცხადების რაოდენობა შეადგენს 48-ს.
კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულთათვის გასაუბრების თარიღი განისაზღვრა მიმდინარე წლის 19 ივნისისთვის, ხოლო ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთათვის 16 ივნისს დანიშნული გასაუბრება, მიმდინარე კვირის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, გადატანილია 18 ივნისისთვის.
კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=1750&slave=1748&lang= ხოლო იბფორმაცია მესამე ეტაპის მონაწილეთა შესახებ და გასაუბრების გრაფიკი -  შემდეგ მისამართზე: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=1751&slave=1748&lang=