www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-15
საქართველოში დღეს გლოვის დღეა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის ხობელი გოგონების ლიზი და ინდირა ზარანდიების ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარეობს პირველადი მოხმარების ნივთების და ტანსაცმლის შეგროვება. მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ დაუდგნენ გვერდში ჩვენს თანამოქალაქეებს და ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ საშინელი ტკივილი.
 
2015-06-15
ხობის მუნიციპალიტეტის თანადგომა თანამოქალაქეებს
15 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საგანგებო თათბირი გამგეობის სამსახურის უფროსებთან ჩაატარა. თათბირზე გულისტკივილი გამოხატეს ქ. თბილისში მომხრად ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში დაზარალებულთა დასახმარებლად გროვდება შემოწირულობები. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეებმა საკუთარი ხარჯებით შეიძინეს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა და ჭურჭლეულობა, რომელიც შემოწირულობებთან ერთად გადაიგზავნება თბილისში. 
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ხობის მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ ტაძარში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს, მათ შორის ქ. ხობის სამების ტაძარში (მოძღვარი კირიონ დარასელია). გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს და სანთლები დაუნთეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
2015-06-15
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიწისძვრის სიმულაციური თამაში
15 ივნისს ქ. ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ASB”-ს ინიციატივით და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ხელშეწყობით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიწისძვრის სიმულაციური თამაში წარმოადგინეს. აჩვენეს, როგორ უნდა დატოვო შენობა მიწისძვრის დროს და დახმარებისათვის გამოიძახო შესაბამისი სამსახურები. 
საჩვენებელ თამაშებში ჩართული იყო სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო დახმარების წარმომადგენლები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა თოჯინების წარმოდგენაც გამართეს. ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“, „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. 
პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. მსგავსი ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ბაღებშიც იგეგმება.
2015-06-15
ხობში სანთლების აქცია გაიმართა

15 ივნისს საღამოს საათებში ქ.ხობის ცოტნე დადიანის სახელობის პარკში ,,საქართველოს მოხალისეთა, ა/ო ,,ხობიnews"ის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით 13 ივნისს ქ.თბილისში მომხდარ ტრაგედიაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლების მეშვეობით გამოსახეს ტრაგედიის თარიღი და გლოვის ლენტი.