www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-10
შპს „ენერგოტრანსის“ წარმომადგენლები ხობში
10 ივნისს ხობის მინიციპალიტეტის გურიფულის, ბიის, ნოჯიხევის, საჯიჯაოსა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ინფორმირების მიზნით შპს „ენერგოტრანსის“ ლოჯისტიკის მენეჯერი გია ფუტკარაძე და განსახლების ექსპერტები მედგარ ჭელიძე და ქეთი დგებუაძე შეხვდნენ. 
ელექტროენერგიაზე ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის და საერთაშორისო ბაზარზე ენერგიის ექსპორტზე დღევანდელი მოთხოვნილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოს მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), KFW-ს და NIF-ის (შემდგომში- „ბანკები“) მხარდაჭერით ახორციელებს ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ქსელის პროექტს. პროექტი განხორციელდება ზემოთ ხსენებულ სოფლებში.
შეხვედრებზე მოსახლეობას მიწით სარგებლობაზე, მიწის შესყიდვის მოსალოდნელ შედეგებზე, განსახლების პრინციპებზე, უფლებამოსილება კომპენსაციებზე, გასაჩივრებაზე და უკმაყოფილების გამოსწორების მექანიზმებზე ესაუბრნენ. შპს „ენერგოტრანსის“ წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს შემდგომშიც გეგმავენ.