www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-04
სამუსიკო სკოლაში სოლო კონცერტი ჩატარდა

4 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში  სამუსიკო სკოლის VI კლასის მოსწავლის ნოდარ შონიას სოლო კონცერტი  გაიმართა (პედაგოგი ნათელა მარგველაშვილი). კონცერტზე შესრულდა საფორტეპიანო ნაწარმოებები,  შუალედებში კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ნათელა მარგველაშვილის სხვა მოსწავლეებმაც. პატარა პიანისტების  შესრულებულმა ნომრებმა  მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
    კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   დასასრულს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ როსტევან გვარამიამ   ფრაქციის სახელით  მუსიკის პედაგოგსა და პიანისტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.