www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-02
მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში დაიწყო (video)
2 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში დაიწყო.  ტურნირში,  რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. 
   ტურნირის გახსნას  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ  ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.  
    მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში გაგრძელდება  5 დღის განმავლობაში. ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონიალი 6 ივნისს 12:00  საათზე გაიმართება.
 

2015-06-02
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
2015 წლის 2 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ატესტაციის ფარგლებში ჩასატარებელი ტესტირების პირობებისა და გრაფიკის შესახებ.
სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ შეთანხმებით, კომისიის გადაწყვეტილებით, ტესტირება ჩატარდება 2015 წლის 10 ივნისს, ქ. ზუგდიდში, პროფესიულ კოლეჯ „ინტელექტში“ (თბილისის ქ. N43).
დაინტერესებულ პირს, დამატებითი ინფორმაცია ტესტირების შესახებ შეუძლია იხილოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე:http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=1750&slave=1748&lang=
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ატესტაციის ტესტირების ეტაპების გრაფიკი: