www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2015-06-01
სამუშაო თათბირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
დღეს ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო თათბირი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია სამსახურის  უფროსებს შეხვდა და სამსახურების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინა. თათბირზე ასევე საუბარი შეეხო  მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თანხების გადარიცხვებს, საგაზაფხულო სამუშაოებს, კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიებებს და გამგეობის  საჯარო მოსამსახურეთათვის დაგეგმილ ატესტაციას. 
 შეხვედრას გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდა. გამგებელმა სამსახურის უფროსებს შესაბამისი დავალებები მისცა.
 
2015-06-01
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბავშვთა დაცვის დღე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის „დუან-უ ცზეს ზეიმი“ (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა „ბავშვთა“ კონფერენციას ჟენევაში.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 1950 წლის 1 ივნისს აღინიშნა, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა. პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 
ქ. ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მესამედ ჩატარდა ჭადრაკის დიდი ქომაგის აკაკი ზარანდიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში, სადაც 8 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირი 3 ივნისს  16:00 დასრულდება. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და პატარა მოჭადრაკეებს წარმატებები უსურვეს.