Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2014-08-27
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვირეული ,,ღვთისმშობლის კალთის ქვეშ“
28 აგვისტო  – 09:00 სთ.  სადღესასწაულო ლიტურღია ხობის ხარების დედათა      
                        მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
                       18:00 სთ - კონფერენცია „ღვთისმშობლის კალთის ქვეშ“, ხობის     
                       ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერი
29 აგვისტო სასულიერო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა
                        ხობის კულტურის სახლი.
30 აგვისტო – 18:00 სთ „პოეზიის საღამო“ სოფელ პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსი,
                        წმ.ცოტნე აღმსარებლის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრი.  
                         კვირეულის დახურვა, ხობის კულტურის სახლი.
 
2014-08-27
ლაშქრობა „ტობა-ვარჩხილის“ მიმართულებით
 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს  ინიციატივით „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, „ახალგაზრდული ტურიზმის“ პოპულარიზაციის მიზნით,  მიმდინარე წლის   27-31 აგვისტოს  ხორციელდება  ლაშქრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.  ლაშქრობა დაგეგმილია 4-5 დღის განმავლობაში „ტობა-ვარჩხილის“  მიმართულებით.  პროექტი,   რეგიონში  მცხოვრებ  ახალგაზრდებს,  მათი  განვითარებისა და  ხელშეწყობის მიზნით   აწვდის ინფორმაციას და   უმაღლებს ცნობიერებას  ახალგაზრდული ტურიზმის პოტენციალისა და საჭირო უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბების  შესახებ, რათა  შემდგომში ახალგაზრდებმა თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი ტურები,  ეს კი,  თავისთავად,  დასაქმების საკითხის ხელშეწყობას  უწყობს ხელს.  ლაშქრობის მონაწილეებს ჩაუტარდებათ  ტრენინგ-სემინარები ტურიზმის განვითარების წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების შესახებ. სამინისტრო   მონაწილეებს    კვებით, საძილე ტომრებითა და ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს.
   პროექტში ჩართულია   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს ლაშქრობის მოსაწყობად საჭირო ინვენტარისა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ტრანსპორტირებას. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებს აღნიშნული დაწესებულებიდან 5 ბენეფიციარი.
 ხობის მუნიციპალიტეტიდან  ლაშქრობაში  მონაწილეობს   ტურიზმით დაინტერესებული სამი  ახალგაზრდა. ხობიდან ახალგაზრდების ტრანსპორტირებას  მუხურამდე (ლაშქრობის საწყისი პუნქტი)  და ლაშქრობის დამთავრების შემდეგ - ხაიშიდან ხობამდე -უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
 
2014-08-27
29 აგვისტოსთვის დასუფთავების აქცია დაიგეგმა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია გამგებლის მოადგილეებთან ერთად გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვდა გამგეობის სამსახურებისა და ხობის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირების ხელმძღვანელებს შეხვდა. 
თათბირის მთავარი თემა 29-30 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების ჩართულობით საზოგადოებრივი არაპოლიტიკური აქციის ჩატარება იყო. აქციის ფარგლებში ყველა ქალაქი თუ სოფელი უნდა გაიწმინდოს წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან-ჩამოიხსნება შენობებზე, სკვერებში, ბოძებსა თუ სხვა ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები. ასევე მოწესრიგდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.