Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2014-08-12
საზეიმო წირვა ცოტნეობის დღესასწაულზე
დღეს, 12 აგვისტოს ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც უძველესი მონასტრის კედლებზე ცოტნე დადიანის ერთადერთი ფრესკაა შემორჩენილი და დადიანთა საგვარეულო აკლდამაა აღმოჩენილი ,, ცოტნეობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.
  ცოტნეობის დღესასწაულზე წირვას დასავლეთ ევროპის ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მეუფე გრიგოლმა  მრევლი, პარიზში, მილანში, ფლორენციასა და მადრიდში მოღვაწე ახალგაზრდა მამები დალოცა და ქართველ ემიგრანტებთან ერთად მათ  სამშობლოში დაბრუნება უსურვა.
  საზეიმო წირვას პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2014-08-12
ცოტნეობის დღესასწაულზე მიმდინარე სპორტული ღონისძიებები
   ქ. ხობის  ცენტრალურ სტადიონზე ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე  ლელობურთში  22  გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი მოიპოვა ხობის ლელობურთთა გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ძველი ხიბულის გუნდი, მესამე ადგილი კი პატარა ფოთის   გუნდმა  დაიკავა.  
  კულტურის სახლის ფოიეში ჟურნალისტი გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ნარდში დასრულდა. შეჯიბრში 55 მონარდე მონაწილეობდა. პირველი ადგილი გურამ ვართაგავამ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა იკა წურწუმია, მესამე ადგილი მოიპოვა ლევან ფოცხორაიამ. ჩემპიონი დაჯილდოვდა მაჟორიტარი დეპუტატის გოდარძი ბუკიას მიერ დაწესებული პრიზით.
   ჭადრაკის ტურნირში, რომელიც  ძმები რუბენ და იური ბახიების ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი,  პირველ ადგილი გულადი დგებუაძემ, მეორე ადგილი  ნუგზარ შუშანიამ და მესამე ადგილი რომანოზ ჯგერენაიამ მოიპოვეს.
   საჭიდაო მანეჟში  გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა  ქართულ ჭიდაობაში, შეჯიბრი გაიმართა 7  სხვადასხვა წონით კატეგორიაში. 
    სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები და პრიზიორები  დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და სიგელებით. ცოტნე დადიანის პირველი ხარისხის დიპლომი და ჯილდო 500 ლარის ოდენობით გადაეცა მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ჯონი ხეცურიანს, ცოტნე დადიანის მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაშიჭაბუკთა შორის ნუგზარ წურწუმია.
    სპორტულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი გოდერძი ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.
 
2014-08-12
ცოტნეობის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტში
12 აგვისტოს  ცოტნეობის დღესასწაულზე დილის საზეიმო წირვის შემდეგ დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები განხორციელდა. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო სეირნობა, სადაც   წარმოდგენილ იქნა  სამეგრელოს ეთნო-კულტურა,  ტრადიციული ფაცხები, მეგრული ეზოსათვის  და ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნიშნებით. ხობელი  წყვილის, ნათია  და ბაკურ სამყურაშვილების ქორწილიდან ჩანდა სტუმარ-მასპინძლობის კუთხური ადათი, რომლებსაც საჩუქრად  10  დღიანი საგზური გადასცეს.  ხობის საპატიო მოქალაქეობა მედიცინის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიენიჭა ლუთინი ქავთარაძეს, ხოლო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შალვა ხარებავას.
   დღესასწაულზე მოსულებს  მიეცათ საშულება გაცნობოდნენ  ხალხური რეწვის ნიმუშებს,  მინანქრის  დამუშავების,  ფაცხების, ღობეწნულების კეთების პროცესს და  მეგრული სამზარეულოს.
   ცოტნეობის დღესასწაულზე 17:00 საათზე ჩატარდა  კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ  თსუ ანსამბლმა  „გორდელა“, ბაიარ შაჰინ გუნდარიძე, ხობელი  ახალგაზრდა შემსრულებლები   და   რეგიონიდან  ჩამოსული    მომღერალები. პაროდისტმა ბესო ვერულაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კარგი განწყობა გაუორმაგა. კონცერტის  დასასრულის  პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები. 
   ღონისძიებას პარლამენტის წევრი გოდერძი ბუკია, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და  მოწვეული სტუმრები  და   ესწრებოდნენ.