Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2014-08-09
საგვიჩიოში დასრულდა კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი

8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში დასრულდა 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. სადაც მონაწილოეობა მიიღეს საგვიჩიოს, ქვალონის, ახალსოფლის, ჭალადიდის, საქართველოს ეროვნული გვარდიის, ქუთაისის საარტილერიო ბრიგადის, სენაკის საარტილერიო ბრიგადისა და ხონის საარტილერიო ბრიგადისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სენაკისა და ხონის საარტილერიო ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება და შესაბამისად კობა შუბითიძის გარდამავალი თასი სენაკის საარტილერიო ბრიგადამ მოიპოვა. ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა, რომელმაც ფინალისტები დააჯილდოვა. საუკეთესო მოთამაშეები და მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და მაჟორიოტარი ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ დააჯილდოვეს.