Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2014-08-08
დასრულდა გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი
8 აგვისტოს დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 8 გუნდმა („საძმო“, „ხამისკური“, „პირველი მაისი“, „ხობი“, „წინაგოლა“, „ხეთა (ცენტრი)“, „ბანკი ფინკა“ და „ს.კ. იმედი“) მიიღო. 
ტურნირში მესამე ადგილი პირველი მაისის გუნდმა მოიპოვა, ფინალში ერთმანეთს წინაგოლისა და ხეთის (ცენტრის) ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა  ხეთის (ცენტრის) ფეხბურთელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის დახურვის ცერემონიალს გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას  ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად   ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი შავლეგ ბუკია და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულ გუნდს თასი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადასცა,  შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და თასები  გადაეცათ.
 
2014-08-08
ხობში 8 აგვისტოს დაღუპული გმირები გაიხსენეს
დღეს, 8 აგვისტოს ქ. ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან შეიკრიბნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გარდაცვლილთა მეგობრები. სამშობლოსათვის თავდადებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს და გაიხსენეს თითოეული მათგანი. მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა იაკობმა (სურმავა) გადაიხადა. 
დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხეთის თემში გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, ხოლო 21 საათზე ქ. ხობის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ომის თემას მიეძღვნება „სანთლების აქცია“, სადაც დოკუმენტური ფილმი ღია ცის ქვეშ დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები, შესრულდება პატრიოტული სიმღერები.