Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2014-07-16
გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
 ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათავალიერეს.  პირველ ეტაპზე გასვლა მოეწყო ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის თემში ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც მიმდინარე  წლის  ივნისში დაიწყო და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. ბიისა და ხეთის თემებში ასევე ხორციელდება მოსაცდელების კეთილმოწყობითი სამუშაოები.
  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე  სამუშაოებს პირადად გაეცნობიან.
 
2014-07-16
ხობელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სლოვაკეთის ქალაქ სნინაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სადაც მრავალი ქვეყნის მონაწილეთა შორის ხობელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ნორჩი მოჭიდავე და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჯონი ხეცურიანი ასპარეზობდა.  მან 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში  საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახა (მწვრთნელ-მასწავლებელი: ალმასხან ხუნჯუა, ზვიად ჭითაშვილი) 
 ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ნორჩ მოჭიდავეს დიდ წარმატებას.
 

2014-07-16
ახალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოში
16 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა  დარბაზში განახლდა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა უძღვებოდა. 
      სხდომაზე პირველ საკითხად ცნობის სახით მოსმენილ იქნა ინფორმაცია საკრებულოს წევრების ვარაზ გაბედავას  და ზაზა ბუკიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობებზე დანიშვნის გამო   უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ,  ასევე გაეცნენ ინფორმაციებს ფრაქციების შექმნის შესახებ.  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია 4 ფრაქცია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,  „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ - თავმჯდომარე მალხაზ ლაგვილავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - თავმჯდომარე თემურ გულუა და „თავისუფალი დემოკრატები“- თავმჯდომარე როსტევან გვარამია. 
     დღევანდელ  სხდომაზე დამტკიცდა  საკრებულოს კომისიების ახალი  დებულებები და შემადგენლობები,  განისაზღვრა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა. სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრი   ლაშა  გვასალია შემოვიდა ინიციატივით  ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს დაარსების თაობაზე. წინადადებას  საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.