www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2014-07-11
ლიბერთი ბანკის თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრი ქ. ხობში (video)
11 ივლისს   ქ. ხობში  დადიანის ქ. N190-ში ლიბერთი  ბანკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გაიხსნა,  რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს,  როგორც ფიზიკურ   ასევე იურიდიულ პირებს. საზეიმო გახსნაში  ლიბერთი ბანკის დირექტორმა დავით ვერულაშვილმა  და  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ  მახარე ჩოკორაიამ  მიიღეს მონაწილეობა.
    სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
     „ლიბერთი ბანკი" საქართველოში 1.4 მილიონ  ფიზიკურ და 66 ათასზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

2014-07-11
პროფესიული კავშირის V საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
11 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, ხობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის V საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა. მოხსენებით გამოვიდა პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე დიანა ჯანჯღავა. კონფერენციაში აქტიურად ჩაერთვნენ და სიტყვით გამოვიდნენ რალა ჩემია, ცისანა სიხარულია, ნინა ბუკია და ნანა გვასალია. 
საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე განიხილეს და შეაჯამეს საჯარო მოსამსახურეთა ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიულ კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის მიერ 2010-2014 წლამდე გაწეული მუშაობა. დელეგატთა მიერ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დიანა ჯანჯღავა, სარევიზიო კომისიის შემადგენლობა და საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის XI საანგარიშო-საარჩევნო კონგრესის დელეგატები. სიტყვით გამოსვლისას პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ თანადგომა გამოუცხადა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, აღნიშნა რომ მათ ანგარიშზე გადარიცხა თანხა 200 ლარის ოდენობით და მოუწოდა საქართველოს მასშტაბით ყველა პროფესიულ კავშირის ორგანიზაციას ამ კეთილ საქმეში მიიღონ მონაწილეობა.