www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2013-08-08
ხობში ხსოვნის დღე აღინიშნა (video)

8 აგვისტოს, ხობის წმიდა სამების სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს მიაგო პატივი და გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო სამშობლოსათვის დაღუპულთა „ხსოვნის მემორიალი“.

ცხრა ხობელი გმირის: გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა იაკობმა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით წარმოდგენილ იქნა მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სენაკის სამხედრო ბაზის ჯარისკაცები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით  მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ.

ხსოვნის მემორიალთან  საპატიო ყარაულის ჯარისკაცები იდგნენ...