www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2013-08-02
რწმუნებულებთან შეხვედრა სააქტო დარბაზში

    დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, საქართველოს  შ.ს ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით დარასელია და სამმართველოს უფროსის მოადგილე ბადრი ლოლუა მუნიციპალიტეტის  რწმუნებულებს შეხვდნენ.  შეხვედრის მიზანი იყო საავტომობილო გზებზე პირუტყვთა გადაადგილების რეგულირების მიზნით გასატარებელი  ღონისძიებების განსაზღვრა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების პრევენცია.  მიმდინარე პერიოდისთვის, ყურადღება გამახვილდა საავტომობილო გზების ისეთ რთულ მონაკვეთებზე, როგორებიცაა ხობი-ფოთის და სენაკი-ფოთის მონაკვეთები. შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა საფრთხე  შეიძლება გამოიწვიოს პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვებამ. ამ ეტაპისათვის შესაძლო საფრთხეების  თავიდან აცილების მიზნით   მოხდება რწმუნებულების მხრიდან  მოსახლეობის გაფრთხილება, ხოლო მსგავსი შემთხვევების განმეორების შემთხვევაში პირუტყვის მეპატრონის მიმართ სამართალდამცავების  მიერ  გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

2013-08-02
კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი საგვიჩიოში (video)
     ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში დაიწყო  2004 წელს 17 აგვისტოს  ცხინვალში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის რიგით მესამე გარდამავალი თასის გათამაშება  ფეხბურთში.
     ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. აქედან 3 გუნდი საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სენაკის, ქუთაისისა და ხონის ბრიგადების წარმომადაგენლებითაა  დაკომპლექტებული.
 ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები  მახარე ჩოკორაია და როსტომ კილასონია, როგორც ადგილობრივები ასევე  სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები და შუბითიძის ოჯახის წევრები.  ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება.