Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-17
„არტ–გენი 2013“
14 ივლისს, ქ. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოლკლორული ფესტივალის „არტ-გენი 2013“ დასკვნითი ნაწილი გაიხსნა.
მუზეუმის ტერიტორიაზე თავი მოიყარა ხალხური რეწვის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის იყვნენ სამეგრელოს წარმომადგენლები  ხობის მუნიციპალიტეტიდან ანსამბლი „კოლხეთი“ და ქალთა ტრიო.
    აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ფესტივალი ირჩევდა ძირითად თემას, წელს კი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, „არტ-გენი 2013“  ქართულ პოლიფონიასა და მრავალხმიანობას ეძღვნებოდა.
   „არტ-გენი 2013“-ის რეგიონალური ფესტივალი 4 ივლისს, თელავ‎ში, ნადიკვარის პარკში გაიხსნა, ხოლო 7 ივლისს მარტვილში, სოფელ სალხინოში გაგრძელდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იქნა წარმოდგენილი.
    ფესტივალი „არტ-გენი“ წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. 10 წლის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ასზე მეტი კონცერტი და ღონისძიება. დღესდღეობით „არტ-გენი“ წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი ესწრება.