Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-12
გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულების – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ ორ მოციქულს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკურებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად ასახელებს. 
     წმინდა მოციქული პეტრე, რომელიც უფლის ხმობამდე სვიმონად იწოდებოდა, გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. პეტრე მას თვით უფალმა უწოდა, რაც "კლდეს" ნიშნავს – „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. 
    პეტრე, იაკობსა და იოანესთან ერთად, გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა, დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერიცვალებით. პეტრეს განსაკუთრებული რწმენა და ერთგულება ქონდა უფლის მიმართ, რაც არაერთხლ გამოავლინა. თუმცა, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა, ქრისტეს წამებისას მამლის ყივილამდე მან სამგზის უარჰყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს. გადმოცემის თანახმად, ამის შემდეგ მამლის ყივილის გაგონებისას პეტრე ყოველთვის მწარედ ატირდებოდა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა. გულწრფელი სინანულის გამო უფალმა მას მიუტევა თავისი ცოდვა და აღდგომის შემდეგ პირველად სწორედ პეტრეს ეჩვენა. 
    უფლის ამაღლების შემდეგ პეტრე ქადაგებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. იმპერატორ ნერონის ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. თუმცა ის უღირსად თვლიდა თავს, რომ მიეღო ისეთივე მოწამეობრივი სიკვდილი, როგორიც მის მასწავლებელს, ამიტომ ჯალათებს სთხოვა, რომ თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის. 
    წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდე სახელად სავლე ერქვა. ის დევნიდა ქრისტიანებს. 
მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებელად გადაეცა. გზაში მას თვით უფალი გამოეცხადა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი. უფლის ნათელის ხილვით დაბრმავებული სავლე, უფლისავე მითითებით, გაეშურა დამასკოსაკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი ანანია ცხოვრობდა. ანანიას მანამდე გამოცხადებით ემცნო სავლეს შესახებ და მან განკურნა იგი. ამის შემდეგ მოინათლა და იწოდა პავლედ და იწყო ქადაგება. 
      თავის განუწყვეტელ ღვაწლში მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმ. პავლეს: ტყვეობა, წამება. თუმცა პავლე ისევ ლოცვასა და ქადაგებას განაგრძოდა. მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც მას ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს. ერთ-ერთი გადმოცემით მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა. 
     ზოგიერთი გადმოცემით, მოციქულები პეტრე და პავლე ერთ დღეს აღესრულნენ. 
პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ რამდენიმე კვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც წელს 31 მაისს დაიწყო. საეკლესიო გადმოცემით, პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ყველა ქრისტიანს პეტრე პავლობის დღესასწაულს.
 
2013-07-12
უხვი ნალექი ხობის მუნიციპალიტეტში

    ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ხობის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელი, საავტომობილო გზის ხობი-ზუგდიდის მონაკვეთი, ასევე დაიტბორა ქ. ხობში არსებული ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია.  საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებში  შევარდნილმა წყალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიყენა მოსახლეობას. მობილიზებულ იქნა შესაბამისი სამსახურები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სტიქიის ადგილები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა მახარე ჩოკორაიამ და როსტომ კილასონიამ მოინახულეს და  მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დახმარებას დაჰპირდნენ. ამ დროისთვის წყლის დონემ  საგრძნობლად დაიკლო. უამინდობის გამო, რამოდენიმე დასახლებაში  მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება..

2013-07-12
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. კერძოდ:

საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიებისთვის გამოიყო ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:

ა) ქ. ხობში:  ხობის კულტურის სახლი და ცენტრალური ბიბლიოთეკა

ბ) ახალი ხიბულის თემში - ახალი ხიბულის კლუბის შენობა;

      გ) ბიის თემში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

     დ) ზემო ქვალონის თემში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

      ე) თორსა-დღვაბის თემში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

     ვ) პირველი მაისის თემში - პირველი მაისის კლუბის შენობა;

     ზ) საჯიჯაოს თემში - საჯიჯაოს კულტურის სახლი;

     თ) ქარიატის თემში - ქარიატის კლუბის შენობა;

     ი) ქვემო ქვალონის თემში - ქვემო ქვალონის კულტურის სახლი;

    კ) შუა ხორგის თემში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

      ლ) ჭალადიდის თემში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

     მ) ხეთის თემში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

     ნ) სოფელ პატარა ფოთში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

     ო) სოფელ პირველ ხორგაში  -  პირველი ხორგის კლუბის შენობა;

     პ) სოფელ საგვიჩიოში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა;

     ჟ)  სოფელ ყულევში - ყულევის კლუბის შენობა;

     რ) სოფელ ძველ ხიბულაში - ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა.

 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით,  ქ. ხობის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები უნდა  განთავსდეს სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე:

ა) N66.01 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე - ცოტნე დადიანის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან;

ბ) N66.02 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე - ცოტნე დადიანის ქუჩაზე რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან;

გ) N66.03 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე - ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში, 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და 26 მაისის  ქუჩების გადაკვეთაზე;

დ) N66.28 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე - ცოტნე დადიანის ქუჩაზე კოლხეთის დასახლების შესახვევთან და სტალინის ქუჩაზე რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან.

  მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განსათავსებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იქ არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა,   გარდა კანონმდებლობით აკრძალულისა.

     აიკრძალა საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განთავსება საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე..

    

      ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის  27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები.