Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-11
ემოციებით დატვირთული ფილმი „მიწის სჯული“ დადებითად შეფასდა
     დღეს, 11 ივლისს ქ. ხობის კულტურის სახლმა სტუდია „გუთანის“ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ  ფილმს „მიწის სჯულს“ უმასპინძლა. ფილმის მთავარმა რედაქტორმა ზვიად სეხნიაშვილმა ფილმის დაწყებამდე მის შინაარსზე და იმ გარემოებებზე ისაუბრა თუ რატომ გადაწყვიტეს ამ ფილმის გადაღება. მან მადლობა გადაუხადა  ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისა  და თანადგომისათვის. 
    კინოჩვენებას მაყურებელებთან ერთად, მოწვეული სტუმარი დედა ეკატერინე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ. „ეს ფილმი ყველა ქართველის ოჯახში უნდა შევიდეს, არა მარტო აქ, ჩვენში, არამედ - უცხოეთშიც“ - უთქვამს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კატალიკოს-პატრიარქს ილია II-ს ფილმის შეფასებისას საპატრიარქოში. ფილმი საბოლოო ჯამში დადებითად  შეაფასეს, საკუთარი შეხედულებები და  ემოციური შეფასებები გამოთქვა  დედა ეკატერინემ, კულტურის ცენტრის დირექტორმა ბეჟან ნადარაიამ, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფერიდე გოგიამ, სტუდია „გუთანის“ კონსულტატმა, პროფესორმა ივანე ჯაფარიძემ და გამგებელმა კახაბერ ბენიძემ, რის შემდეგაც სიმბოლურად, ფილმის აუდიო დისკებით დაჯილდოვდნენ დარბაზში მყოფი სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებებში წარჩინებული აღსაზრდელები. კულტურის სახლი  მაყურებელმა ემოციებით დატვირთულმა დატოვა.