Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-08
გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენძემ ქ.ხობში ც. დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ხორციელდება საქართველოს რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში.

2013-07-08
ხობელები „ART-გენი“- 2013-ის რეგიონალურ ფესტივალზე

    7 ივლისს ტრადიციული ფესტივალი „ART-გენი“- 2013   მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დადიანების მარნის ტერიტორიაზე  ჩატარდა. ფესტივალის მიზანი -  საქართველოს ხალხური და ტრადიციული   შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობაა.  ფესტივალი დაიწყო რეგიონებიდან და  იხურება  თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. კონცერტში მონაწილეობდნენ  საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, სადაც შესრულდა ხალხური სიმღერები და ტრადიციული ცეკვები. მონაწილეთა  შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ხალხური ანსამბლი „კოლხეთი“ (ხელმძღვანელი ნუგზარ ზარანდია), გოგონათა „ტრიო“ და გოგონათა ანსამბლი „კოლხეთი“, რომლებმაც ფესტივალის ორგანიზატორებისა  და დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს, ისინი მონაწილეობას მიიღებენ  ფესტივალ „ART-გენი“-2013-ში 16 ივლისს 18:00 - 22:00 საათზე  ქ. თბილისში.