Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-07
7 ივლისს ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს. ხობის მუნიციპალიტეტის პირველ ხორგის თემში არსებულ წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. სახარების თანახმად, წმიდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა ამცნო მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს. ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმიდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც ნათელიღო მისგან. უზნეო საქციელის გამო უფლის წინამორბედი ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმიდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა ქრისტიანს ულოცავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

2013-07-07
საზეიმო პარაკლისი მეუფე გრიგოლმა აღავლინა

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის თემში არსებულ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმინდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი აღავლინა. მრევლთა შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.