Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-06
პოეზიის საღამო ქ. ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

   ქ. ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს ლიტერატურულმა კაფემ პოეტ ენვერ სალაყაიას უმასპინძლა, სადაც გაიმართა მისივე წიგნის „სულის ფსკერიდან ცის გუმბათისკენ ანუ უსათაუროები“-ს პრეზენტაცია. ლიტერატურულ საღამოზე ხან ზამთრის სუსხიანმა ქარმა დაუბერა, ხან გაზაფხულის სურნელმა გააბრუა იქ მყოფი ყველა თაობის მსმენელი და... ერთი საათის განმავლობაში, კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ტრიოს მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე ყველა პოეზიით სუნთქავდა. ლიტერატურულ კაფე-საღამოს უძღვებოდნენ კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჟან ნადარაია და ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქრისტინე ფარცვანია.  მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქ. ხობის სამების სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა კირიონი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია (საჩუქრად პოეტს წიგნი უ.შექსპირის „სონეტები“ გადასცა), გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, პოეტი ლაშა გვასალია და სიყრმის მეგობრები, რომლებმაც  დღევანდელი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პოეტს.