Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-02
ხობში სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება დაიწყო

      ხობის მუნიციპალიტეტში დაიწყო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება. საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურისთვის სახანძრო ავტომობილის შესყიდვა, ხეთისა და თორსა-დღვაბის თემში წყალსადენი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხეთის თემში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის ასფალტბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთება, ქ. ხობში კოლხეთის დასახლებაში ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთება, ქ. ხობის ცენტრის (ტროტუარები, გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა კომუნიკაციები) კეთილმოწყობის სამუშაოები, ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები და ნაგავმზიდის ტექნიკის  შესყიდვა. განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილია 2 200 000 ლარი.

  მიმდინარე პერიოდისთვის დაწყებულია ქ. ხობის  ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები წმინდა სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.  სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ  და გამგებელმა კახაბერ ბენიძემ.

ასევე იხილეთ: http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=8333

                            http://info9.ge/?l=G&m=1000&id=22017

 

2013-07-02
განმეორებითი შერჩევის პროცედურები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N25 დადგენილებისა და „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის  N466 განკარგულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიგეგმა სხვადასხვა სახის სამუშაოს განხორციელება.
სავარაუდო მომწოდებელთა შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს იწვევს განმეორებითი შერჩევის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პროცედურებში მონაწილეობის წესი და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ვებგვერდის განყოფილებაში - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ (შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=1213&slave=1211&lang=)
 
2013-07-02
შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებსა და ვეტერინარებს შორის
    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით,  მოეწყო შეხვედრა თორსა-დღვაბის თემში  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წარმომადგენლებს, ადგილობრივი ფერმერებსა და ვეტერინარებს შორის. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია ვეტერინარულ დაავადებათა  პროფილაქტიკურ  ღონისძიებათა და მკურნალობის  მეთოდების შესახებ, ყურადღება გამახვილდა ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და კასტრაციის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე. ასევე მოსახლეობას დაურიგდა ცხოველთა და ფრინველთა დაავადებებთან ბრძოლის ტექნოლოგიური რუქა და ჩასატარებელ ღონისძიებათა ნუსხა.
     სამსახური უახლოეს პერიოდში  გეგმავს დაინტერესებულ  პირთათვის ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.