Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-01
არქეოლოგებმა ხობში აღმოჩენილი სამაროვნები დაათვალიერეს
        1 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მართვის ცენტრის მენეჯერი, არქეოლოგი იულონ გაგოშიძე და ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი. სტუმრებმა დაათვალიერეს ჭალადიდის თემში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილი სამაროვნები და დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად ბრინჯაოს ხანის სამარხებს წარმოადგენენ. ვიზიტის დასასრულს, სტუმრები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს  კახაბერ ბენიძეს შეხვდნენ. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ძეგლზე არსებული ვითარება  პირველ რიგში მოითხოვს გადარჩენით-დაზვერვით არქეოლოგიურ სამუშაოებს.
    ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ და გამგებლის მოადგილეებმა შესასრულებელ სამუშაოებში დახმარებაზე სრული მხარდაჭერა გამოთქვეს.
 
2013-07-01
პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

 

     დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც 12 ივლისამდე, პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე გაგრძელდება.

    საეკლესიო გადმოცემით, პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. 
წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან, ამიტომ ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც "თავთა მოციქულთა". ისინი, ერთდროულად, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.

      საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II ლოცვა-კურთხევით პეტრე-პავლობის წმ. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.