Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2013-06-28
გამოსაშვები ზეიმი ხობის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში
 28 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის, ხეთის, ხამისკურის,  გურიფულისა და ჭალადიდის თემის ბაგა–ბაღებში, ჩატარდა გამოსაშვები ზეიმები.  ბავშვებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამები: სიმღერები, ლექსები, ქორეოგრაფიული ნომრები. ლამაზად და ფერად–ფერად კოსტიუმებში გამოწყობილებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. ბავშვების მხიარული განწყობა და ჟრიამული სტუმრებსაც გადაედოთ, გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტოები.
       ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ ბაგა–ბაღის მთავარი სპეციალისტები ლელა ქანთარია (პირველი მაისი), ჯულიეტა ბუკია (ხეთა), სოფიკო ჭითანავა (გურიფული), მანანა სესქურია (ჭალადიდი), ზაირა ანთია (ხამისკური) რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადეს  პედაგოგ–მასწავლებლებს, მშობლებს მხარდაჭერისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახაბერ ბენიძეს  და  მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც პატარებს საჩუქრად ზღაპრების კრებული გადასცეს. სტუმრებმა  გზა დაულოცეს პატარებს  და ლაღი, ბედნიერი ბავშობა უსურვეს. 
 
2013-06-28
პრემიერა „ბუ და პატარა ობობა“

     27 ივნისს ქ. ხობში კულტურის სახლის დარბაზში, კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა თეატრალურმა დასმა,  თამაზ მეტრეველის ნაწარმოების მიხედვით, პრემიერა „ბუ და პატარა ობობა“  წარუდგინა მაყურებელს. პიესა ერთ მოქმედებად და სამ სურათად დაიდგა. სპექტაკლზე მუშაობდნენ   მარინე ჯღარკავა (დამდგმელი რეჟისორი), ემილი გეგენავა (მხატვარი), მანანა შამათავა (ტექ. რეჟისორი), კობა გერგაია (ქორეოგრაფი). მოქმედნი პირები, შემსრულებელები, ნორჩი მსახიობები: ინგა სიორდია (ობობა), ლუკა ლოლუა (ბუ), ლიკა გვასალია (ქარი), ელენე გერგაია (სეტყვა), ლუკა სიჭინავა (შიში), გიორგი არჩაია (დამბლა), თემურ სირაძე (შური), ილონა ცაგურია (გოგონა) და ქრისტინა გვასალია (საშიშ ლანდებთან).

    პრემიერას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე და საკრებულოსა და გამგეობის სხვა წარმომადგენლები.

    პრემიერამ დიდი მოწონება დაიმსახურა  რასაც მაყურებლის ოვაციები მოყვა. განმეორებით სპექტაკლი 28 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება.