Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2013-06-27
„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი თბილისში გაიმართა

   უკვე მერამდენე წელია საქართველოს  საპატრიარქოს ინიციატივით (ხელმძღვანელი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი) საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ატარებს კონკურსს „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, რომელიც ტარდება სასკოლო, რაიონულ,  რეგიონულ და ფინალურ ეტაპებად. ხობის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად იყვნენ  ჩართულნი ამ კონკურსში. მათ შორის წარმატებით იასპარეზა ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდმა „იერუსალიმმა“ (ცოტნე გუჩუა –  გუნდის კაპიტანი, ნიკა ჯგერენაია, ვაჟა შელია, ოთარ პაპავა, მარიამ ლომაია, ნინო ბუბუტეიშვილი, ვიკა სახურია). ისინი არაერთხელ გავიდნენ რეგიონულ და ნახევარფინალურ ტურში. წელს კი ამ გუნდმა რეგიონულ კონკურსში დაამარცხა წალენჯიხის გუნდი და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

   კონკურსის ფინალი გაიმართა თბილისში წმინდა სამების ტაძარში. მასში მონაწილეობდა შვიდი მუნიციპალიტეტის გუნდი. ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდმა დამაჯერებლად იასპარეზა და გადავიდა მეორე ტურში. საბოლოოდ კი მეოთხე  ადგილზე გავიდა. ყველა ფინალისტი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით,  გუნდები ასევე დაჯილდოვდნენ წმინდა ადგილების მოლოცვის დაფინანსებით საპატრიარქოს მიერ.