Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2013-06-24
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა  „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელსაც აფინანსებს "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" და განახორციელებს “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”. სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს  წარმოადგენს მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით.

სააგენტოს მიერ საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან კონსულტაციების საფუძველზე გამოიკვეთა პროექტის სამი კომპონენტი: 

1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის - 0%;

2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის - არაუმეტეს 8%  (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით)

3. შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%  (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით)

პირველი კომპონენტით უკვე 1410 ადამიანმა ისარგებლა, სესხის მოცულობა კი 741,382 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის გათვალისწინებული, დღეის მონაცემებით ამ კომპონენტის დახმარებით სესხი 992 ბენეფიციარმა აიღო, კრედიტის საერთო მოცულობა 19,859,377 ლარს შეადგენს. პროექტის დაწყებიდან თითქმის სამი თვე გავიდა და მესამე კომპონენტში უკვე 54 სესხი გაიცა. აქედან ,,სტარტ აპი” 15–ია. დაფინანსებულია ღვინის, მარცვლელულის შესანახი საწარმოს მშენებლობა, ასევე სასათბურე მეურნეობა, მეცხოველეობის განვთარება და რძის გადამამუშავებელი. დაფინანსება მიიღეს საწარმოებმა, რომლებმაც საფინანსო ინსტიტუტებს გაფართოებისთვის მიმართეს. 15 ივნისის მონაცემებით საფინანსო ინსტიტუტებმა მესამე კომპონენტში სულ 8,356,734 დოლარის სესხი გასცა. 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:  www.moa.gov.ge/?p=2711

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური