Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2013-06-16
ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა

11 – 16 ივნისს ჩატარდა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში. მასში მონაწილეობდნენ  ხობის, საგვიჩიოს, ქარიატა, შუა ხორგის, გურიფულის  და ახალსოფლის  ნაკრები გუნდები.  ტურნირი, რომელსაც  შუა ხორგის თემი მასპინძლობდა საინტერესოდ წარიმართა. მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში. ხობის გუნდმა 1:0 დაამარცხა ახალსოფლის გუნდი, ხოლო ტურნირის გამარჯვებული გახდა გურიფულის ფეხბურთელთა გუნდი, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში  შუა ხორგის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 4:1. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასებითა და სიგელებით.

2013-06-16
ცეკვების ფესტივალი „ხობი 2013“

  16 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლში გაიმართა სამეჯლისო სპორტული ცეკვების ფესტივალი „ხობი 2013“. ფესტივალში მონაწილეობდნენ თბილისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხისა და ხობის მოცეკვავეები და შოუმენები.  8- 14 წლის მოზარდები  საინტერესოდ და ლამაზი ცეკვებით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე. ჟიურის მიერ გამოვლენილ იქნა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და მედლებით. ფესტივალის მსვლელობისას  ორგანიზატორებმა დამსწრეთა შორის მყოფებს  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა ქარდავას, გამგებელს კახაბერ ბენიძეს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.