Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2013-06-04
პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

 

    დღეს, 4 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლმა მაგიდის ჩოგბურთის პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ქ. ხობის, ნოჯიხევის, ქვემო ქვალონის, ახალსოფლის, გურიფულის, საჯიჯაოს, პირველი ხორგის, თორსა-დღვაბის, ახალი ხიბულის, შუა ხორგის, ქარიატის, ყულევისა და ხეთის წარმომადგენლები. ასაკობრივი ზღვარი პირველობაზე არ იყო განსაზღვრული. ინდივიდუალურ  პირველობებში (ქალები და  მამაკაცები) 60-მდე მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ტურნირის ორგანიზატორობდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. ფინალური თამაშები გაიმართება 2013 წლის 7 ივნისს.

2013-06-04
ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

 

 

    4 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ნახევარფინალი. ასპარეზობაში მონაწილეობდნენ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი „იერუსალიმი“ და წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის გუნდი „ბეთანია“. გუნდი შვიდი წევრისგან შედგებოდა. გუნდებს გალობებით ამხნევებდნენ მათი გულშემატკივრები.

   შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართა, სადაც ღირსეულად გაიმარჯვა ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდმა.  ინტელექტუალურ კონკურსს უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მაჭარაშვილი. რეგიონებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ქ. თბილისში შეხვდებიან.