www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2013-04-09
9 აპრილი – სისხლით დამძიმებული თავისუფლება

 

    1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა.  საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით  4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ უფრო მეტის ჯანმრთელობა კი სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა შეიწირა. დაღუპულთა  ხსოვნის პატივსაცემად დღეს ხობში ბევრი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის  იყვნენ  ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობისა  და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც სანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს მემორიალი.  
    9 აპრილს „ქართული ოცნების“  ოფისიდან დაღუპულთა მემორიალამდე ეროვნული და პარტიული დროშების ფონზე   სვლა მოაწყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებმაც და გვირგვინით შეამკეს მემორიალი.  ხობის მუნიციპალიტეტის სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა  სიმღერითა და ლექსებით მოიგონეს ტრაგიკულად დაღუპულები. 
    9 აპრილი ერთი მხრივ ტრაგედიისა და მეორე მხრივ წარმატების განცდა. დარბევიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ნორჩ ჟურნალისტთა წრის „ცოტნეიდელის“  წევრები. მოიგონეს 24 წლის წინ  საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულები,  რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსულ ტანკებს და იმპერიის ჯარისკაცებს ემსხვერპლნენ: ადამია აზა – 22 წლის, ბეჟანიშვილი ეკა – 16 წლის, გიორგაძე ნატო – 23 წლის, დოლიძე თამუნა – 28 წლის; ენუქიძე თინა – 70 წლის; თოიძე ნინო – 25 წლის, კიკვიძე ზაირა – 61 წლის,  ლოლაძე მანანა - 33 წლის; მამულაშვილი თამარი – 50 წლის; ნოზაძე მამუკა – 22 წლის, სამარგულიანი ნანა – 41 წლის; ჭყონია-სამარგულიანი მარინა – 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო – 25 წლის, ჭოველიძე თამარი – 16 წლის,  ჯანგირაშვილი ნოდარი – 40 წლის, ჯინჭარაძე მზია – 43 წლის, მელქაძე მანანა – 23 წლის, ბაშალეიშვილი ნათია – 15 წლის, ქვასროლიაშვილი შალვა და  ქარსელაძე გია - 25 წლის.