Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-28
შეხვედრები მოსახლეობასთან

 

       ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა და მახარე ჩოკორაია, გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის, ბუნებრივი რესურსების, ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსთან ანტონ ვარდიასთან ერთად, დღეს 28 თებერვალს,  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებთან დაკავშირებით შეხვდნენ ახალი ხიბულის, ძველი ხიბულისა და საჯიჯაოს მოსახლეობას.
       განსახორციელებელი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა განისაზღვროს პროექტის ზოგადი და კონკრეტული ამოცანები, გახორციელების საჭიროების დასაბუთება,  სავარაუდო ვადები, მოსარგებლეები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე პროექტის სავარაუდო ღირებულება.
            ძირითადი პრობლემად სოფლის მოსახლეობამ დაასახელა  გზების შეკეთება და სტიქიის შედეგად ჩამონგრეული ნაპირსამაგრი სამუშაოები ასევე გამოითქვა უკმაყოფილება სოფელში გაყიდული მიწების თაობაზე, რასაც უკანონოდ მიიჩნევდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

2013-02-28
ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

    28 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით „მკითხველთა კონფერენცია “ ჩატარდა. მონაწილეებმა საზოგადოებას წარუდგინეს ექვთიმე თაყაიშვილზე ორი თემა. 1. “ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ რომელიც ქ. ხობის N1 საჯარო  სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ თემურ ალანიამ წარმოადგინა. 2. „ექვთიმე თაყაიშვილი საზღვარგარეთ და ისევ სამშობლოში“ რომელიც პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-11 კალისის მოსწავლემ თინათინ კვიკვინიამ წაიკითხა. თემების გაცნობის შემდგომ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინაექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები და ჩანახატები.  მოეწყო ლიტერატურული გამოფენა. დამსწრეთა შორის იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ. საღამოს ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია და  ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჟან ნადარაია.