Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-26
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” პროფილაქტიკურ სამუშაოებს აწარმოებს

 სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალიდან მიღებული ინფორმაციით ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 26 თებერვალს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ-ის  ელექტროგადმცემი ხაზი ინგური. გამოირთვება ქვესადგური ხეთა-წევა, რის გამოც ხობის მომსახურების ცენტრის სოფელ ხეთის 1541 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

     27 თებერვალს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, გამოირთვება 110/35/10 კვ-ის  ქვესადგურები ხობი და ნოსირი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის  მომსახურეობის ცენტრის 4353 აბონენტს (ქალაქი 802  და სოფლები პირველი მაისი, ზემო ქვალიონი და კოლხეთი)
     სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური  პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე  აღუდგებათ.

 

2013-02-26
მოჭიდავეთა წარმატებული ასპარეზი თერჯოლაში

 

2013 წლის 22-24 თებერვალს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ „თერჯოლის სასპორტო სკოლის“ ორგანიზებით ქ. თერჯოლაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის პირველობის  პრიზიორის მირიან გიორგაძის სახელობის  მე-4 რესპუბლიკური ტურნირი  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 1998-2000 წლებში დაბადებულთა შორის.
            აღნიშნულ ტურნირში საქართველოს სასპორტო სკოლებიდან 279 მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრ“-ის სასპორტო სკოლის  17 სპორტსმენი.  შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა 42 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშიასა (მწვრთნელ-მასწავლებელი: სურაჯ გვასალია) და თეიმურაზ გოგოხიასთვის (მწვრთნელ-მასწავლებელი–ბაკურ ბუკია), 46 კგ წონით კატეგორიაში შოთა იოსავასა (მწვრთნელ-მასწავლებელი–ბაკურ ბუკია) და ჯონი ხეცურიანისთვის (მწვრთნელ-მასწავლებელი–ალმასხან ხუნჯუა). რომლებიც  ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
 
2013-02-26
მოჭადრაკეებმა უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს

 

2013 წლის 20-24 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის  ფედერაციის ორგანიზებით ქ. ზუგდიდში ჩატარდა რეგიონალური ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე მოჭადრაკე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.   მონაწილეობდა  ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის და ჯვარის 66 მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და 16 წლამდე მოჭადრაკეთა  შორის შედეგი ფიდეს რეიტინგით დაითვალა.        
            10 წლამდე გოგონათა შორის შეუცვლელი იყო ა(ა)იპ“ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრ“-ის სასპორტო სკოლის ნორჩი მოჭადრაკე, 8 წლის დიანა ლომაია, მან შვიდი ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 
            16 წლამდე ჭაბუკებს შორის კი 11 წლის ლუკა შამუგია 6,5 ქულით მე-3, ხოლო 14 წლის ამირან შონია 6 ქულით მე-4 ადგილებზე გავიდნენ.
            სამივე მოჭადრაკემ 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო და ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირის - საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეა.