Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-18
ხობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა USAID-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

 

სააგენტო www.news.ge -ის ინფორმაცია
4 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით USAID-ის პროგრამამ INRMW - საქართველო (წყალშემკრები აუზების მართვა) მოაწყო ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის ექსპედიცია პალიასტომის ტბაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკში. მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაარსებული ეკოკლუბების ბავშვებმა.
ღონისძიება გახსნეს  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ჩარლზ ვეტერმა, USAID-ის გარემოსდაცვისა და ენერგეტიკის ოფისის დირექტორმა ჯილ კელიმ და ელისო ბარნოვმა INRMW პროგრამის  დირექტორის მოადგილემ.
ეკოკლუბების შემეცნებითი ექსპედიცია ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორნითოლოგების დახმარებით.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  ფრინველების დარგოლვის ექსპედიციაში. ღონისძიების შედეგად ხობის და სენაკის 8 საჯარო სკოლის 24 -მა მოსწავლემ მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მოცემულ საკითხებში.
2013-02-18
19 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ

 

ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ, ავარიული განაცხადით, N109 საყრდენზე ტრავერსის სამონტაჟო სამუშოების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ყორათი (35/6 კვ-იანი ქვესადგურები პატარა ფოთი-I-II), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის მომსახურების ცენტრის 612 აბონენტს  ჭალადიდის თემში ( სოფელ საჭოჭუო), სოფელ პატარა ფოთისა  და შავღელეში.
   ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური  პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე  აღუდგებათ.